აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ეროვნული ავიაციის უნივერსიტეტს (უკრაინა) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა და ეროვნული ავიაციის უნივერსიტეტის რექტორმა, მაქსიმ ლუკმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებებით თანამშრომლობის დამყარებს. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ, განახორციელონ ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, განახორციელონ სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და აკადემიური გამოცდილება, დაგეგმონ საზაფხულო სკოლები და სხვა საგანმანათლებლო აქტივობები.
ეროვნული ავიაციის უნივერსიტეტი (უკრაინა) ერთ-ერთი მძლავრი უნივერსიტეტია ავიაციის მიმართულებით მსოფლიოში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 10 ფაკულტეტი, ხორციელდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები და სწავლობს 25 000-მდე სტუდენტი, მათ შორის დაახლოებით 1 500 უცხოელი სტუდენტი მსოფლიოს 55 ქვეყნიდან.
დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://en.pk.nau.edu.ua/


