2022 წლის 25-28 მარტს საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის (სოა) ორგანიზებითა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მხარდაჭერით ჩატარდა გასვლითი სამუშაო შეხვედრა ბაკურიანში.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტმა – მირიან მიქავამ და თვითმმართველობის გუნდის წევრმა – სოფიო ბაიდაურმა EEU-ს შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებმაც განიხილეს სამომავლო გეგმები და აქტივობები.