სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების საყურადღებოდ!
გსურთ ისწავლოთ 10 თვე ტუშას უნივერსიტეტში Erasmus + სრული დაფინანსებით და მიიღოთ ორმაგი დიპლომი, ქართული და იტალიური!
ეს კონკურსი შენთვისაა! გახდი ერასმუსელი!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის აცხადებს Erasmus+ გაცვლით პროგრამას ტუშას უნივერსიტეტში.
გაცვლითი პროგრამა ცხადდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ტუშას უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული აკადემიური თანამშრომლობის ხელშეკრულებისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility –ICM) ფარგლებში.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა იტალიაში, ქ. ვიტერბოში ისწავლონ 2023-2024 სასწავლო წელი (10 თვე) სრული დაფინანსებით და EEU – ს სამართლის მაგისტრის ხარისხთან ერთად მიიღონ მეორე, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მაგისტრის ხარისხი ტუშას უნივერსიტეტისგან.
ტუშას უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია იტალიაში, რომელიც 1979 წელს დაარსდა და მდებარეობს ქალაქ ვიტერბოში, რომიდან 80 კმ-ში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 6 ფაკულტეტი, სტუდენტების რაოდენობა კი 10 000-ს აჭარბებს.
Erasmus+ სტიპენდია სრულად ფარავს როგორც სწავლის, ისე მგზავრობის ხარჯებს! პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია სტიპენდიების მიღება! ყოველთვიური სტიპენდიის სახით სტუდენტებისთვის განსაზღვრულია 850 ევრო, მგზავრობის ხარჯი ანაზღაურდება 275 ევროს ოდენობით.
საინფორმაციო შეხვედრა შედგება 19 დეკემბერს, 18:00 საათზე!


