სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების საყურადღებოდ!
გსურთ ისწავლოთ 10 თვე ტუშას უნივერსიტეტში Erasmus + სრული დაფინანსებით და მიიღოთ ორმაგი დიპლომი, ქართული და იტალიური!
ეს კონკურსი შენთვისაა! გახდი ერასმუსელი!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში Erasmus + გაცვლით პროგრამას ტუშას უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის.
გაცვლითი პროგრამა ცხადდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ტუშას უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული აკადემიური თანამშრომლობის ხელშეკრულებისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility –ICM) ფარგლებში.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა იტალიაში, ქ. ვიტერბოში ისწავლონ მე-3 და მე-4 სემესტრი (10 თვე) სრული დაფინანსებით და EEU – ს სამართლის მაგისტრის ხარისხთან ერთად მიიღონ მეორე, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მაგისტრის ხარისხი ტუშას უნივერსიტეტისგან.
ტუშა- ს უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია იტალიაში, რომელიც 1979 წელს დაარსდა და მდებარეობს ქალაქ ვიტერბოში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 6 ფაკულტეტი, სტუდენტების რაოდენობა კი 10 000 აჭარბებს.
Erasmus+ სტიპენდია სრულად ფარავს როგორც სწავლის, ისე მგზავრობის ხარჯებს! პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია სტიპენდიების მიღება! ყოველთვიური სტიპენდიის სახით სტუდენტებისთვის განსაზღვრულია 850 ევრო, მგზავრობის ხარჯი ანაზღაურდება 275 ევროს ოდენობით.
Erasmus + პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულია 1 ვაკანტური ადგილი!