აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (EEU) და მისი პარტნიორი კლინიკის – კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარე წლის 7 ივლისს, EEU-ში სისხლის უანგარო დონაცია გაიმართება.
დონაციის მიზანია სამედიცინო დაწესებულებებში სისხლის მარაგის შევსება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქირურგიული ოპერაციების, ტრავმების, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას. თითოეულმა ჩაბარებულმა სისხლმა შეიძლება გადაარჩინოს სამი ადამიანის სიცოცხლე.
დამატებითი ინფორმაცის სანახავად, თუ ვის შეუძლია დონაცია, გთხოვთ ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/EzdlB
თარიღი და დრო: 7 ივლისი, 11:00 – 17:00 სთ
ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ოთახი 304 (B ბლოკი).
დონაციაში ჩართვის მსურველებმა გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე https://forms.gle/M5yB63H7qr9JLYoY6 6 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


