2024 წლის 19 სექტემბერს №10 პენიტენციურ დაწესებულებას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი დავით წულაია ესტუმრა, რომელმაც მსჯავრდებულებს საკუთარი წიგნი: „ზოგიერთი კრიმინოლოგიური ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით“ გააცნო.
წიგნი მოიცავს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა: დანაშაულებრივი ქცევის მიზეზები, მისი ფსიქო-სოციალური მდგომარეობა, რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენცია.
წიგნის პრეზენტაცია გაიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით.