ბრუნეი დარუსალამის სამეფოს მთავრობა საერთაშორისო სტუდენტებისთვის 2026-2027 აკადემიური წლისთვის გამოყოფს სტიპენდიებს.
სტიპენდიები აპლიკანტებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ბრუნეი დარუსალამის უნივერსიტეტი (UBD);
- ისლამ სულთან შარიფ ალის უნივერსიტეტი (UNISSA);
- ბრუნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (UTB);
- რელიგიურ მასწავლებელთა უნივერსიტეტის კოლეჯი (KUPU SB);
- ბრუნეის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (PB).
კონკურსში მონაწილეების განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 თებერვალი.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.mfa.gov.bn/Pages/scholarship.aspx


