
ბრუნეი დარუსალამის სამეფოს მთავრობა საერთაშორისო სტუდენტებისთვის 2025-2026 აკადემიური წლისთვის გამოყოფს სტიპენდიებს.
სტიპენდიები აპლიკანტებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ბრუნეი დარუსალამის უნივერსიტეტი (UBD);
- ისლამ სულთან შარიფ ალის უნივერსიტეტი (UNISSA);
- ბრუნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (UTB);
- რელიგიურ მასწავლებელთა უნივერსიტეტის კოლეჯი (KUPU SB);
- ბრუნეის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (PB).
კონკურსში მონაწილეების განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 თებერვალი, 16:00 საათი (Brunei Darussalam time).
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.