
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ორგანიზებული ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი გრძელდება.
ღია კარის დღეების ფარგლებში 03 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება საინტერესო და ინტერაქციული აქტივობა თემაზე: ,,როგორ ვაქციოთ იდეა წარმატებულ ბიზნეს პროექტად’’.
ღონისძიების მიმდინარეობისას სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჯგუფურად შექმნან სიმულაციური ბიზნეს გეგმა და მოიპოვონ პრიზი საუკეთესო პროექტისთვის.
EEU-სგან ინტერაქციული აქტივობის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. საუკეთესო სიმულაციური ბიზნეს გეგმის ავტორებს კი – სასწავლო ვაუჩერები.
ტრენერები:
- ვასილ კიკუტაძე – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი (EEU);
- დავით სიხარულიძე – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი (EEU);
- თამთა ლეკიშვილი – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (EEU).
სამიზნე აუდიტორია: მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 03 მაისი, 13:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU).
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა