2024 წელს ანაკლიის ბანაკი 13 ნაკადად განხორციელდა და 3200-მდე ახალგაზრდას, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტებს, უმასპინძლა.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა; მათი სოციალური ინტეგრაცია და ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა; პატრიოტული ღირებულებების წახალისება.
ხუთდღიანი საბანაკე პროგრამა არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით განხორციელდა.
ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში EEU-ს სტუდენტები ჩაერთვნენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში.
ბანაკის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან და საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. EEU-ს სტუდენტები დაესწრნენ ტრენინგს თემაზე – „სამოქალაქო თავდაცვა“. ღონისძიების ფარგლებში, აგრეთვე, გაიმართა სამხედრო აღჭურვილობის, შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენა.
2024 წელს ახალგაზრდულმა ბანაკებმა (ანაკლია, შაორი, თემატური) 4500-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა.