აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტური კლუბის “Student Support Community” და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2025 წლის 28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, EEU საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ღონისძიება “ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების დღე – ვარდისფერს მიღმა”.
ღონისძიების მიზანია საქარველოსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადების — ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომლის ადრეული აღმოჩენა და პროფილაქტიკა მნიშვნელოვნად ზრდის გამოჯანმრთელების შანსებს. ასევე, სტუდენტებსა და საზოგადოებაში ჯანმრთელობისადმი პასუხისმგებლობის კულტურის გაძლიერება.
ღონისძიების თემატიკა:
- ადრეული ნიშნების ამოცნობისა და თვითგასინჯვის მნიშვნელობა;
- სკრინინგის მეთოდები და პრევენციული ღონისძიებები;
- ცხოვრების ჯანსაღი წესის როლი;
- პრაქტიკული ვორქშოპი და დემონსტრაცია შესაბამისი სიმულაციური მანეკენების გამოყენებით;
- ინტერაქტიული კითხვა-პასუხის სესია, მონაწილეებისთვის გასართობი და ცნობიერებაზე ორიენტირებული აქტივობები.
სპიკერი: მარიამ ხარაიშვილი, მეან-გინეკოლოგი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი
თარიღი და დრო: 28 ოქტომბერი, 13:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე


