მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და California Baptist University შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა შალვა მაჭავარიანმა და California Baptist University-ის ვიცე პრეზიდენტმა, დოქტორმა ლარრი ლინამენმა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ხელშეწყობას. კერძოდ, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სამეცნიერო და სასწავლო რესურსების გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას.
აღნიშნული მემორანდუმი ნაყოფიერი აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის საწინდარია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და California Baptist University-ის სტუდენტებისა და პერსონალისთვის.
დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://calbaptist.edu/