პირველად საქართველოში ,,გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის” მიერ დაარსებული კორპორაციული მდგრადობის აკადემია (Corporate Sustainability Academy), ,,საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან” (IFC) პარტნიორობით იწყებს აპლიკაციების მიღებას უფასო სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებისთვის.
კურსი წარიმართება მაღალკვალიფიციური ლექტორების მიერ და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიც არის სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხები.
სასწავლო კურსი მოიცავს 7 მოდულს:
** კორპორაციული მდგრადობის შესავალი
** ეთიკა და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება
** ეთიკური ლიდერობა და ადამიანური რესურსების მდგრადი მართვა
** მდგრადობა
** მდგრადი კორპორაციული მმართველობა
** კორუფციასთან ბრძოლა
** კომუნიკაცია და ანგარიშგება.
სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების ყველა ფაკულტეტი)
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (სწავლება დაიწყება აპრილში)
ფორმატი: სწავლება წარიმართება დისტანციურად, კვირაში 2-ჯერ, საღამოს საათებში. (ჰიბრიდული სწავლების ფორმატი განიხილება პანდემიის სიტუაციის გათვალისწინებით).
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 8 აპრილი, 2021
დეტალური ინფორმაცია აკადემიისა და სასწავლო მოდულების შესახებ იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კომუნიკაციის მენეჯერს ეთუნა ცოტნიაშვილს: etuna@globalcompact.ge; 599512215