მიიღეთ მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში!
გამოიყენეთ უნიკალური შესაძლებლობა და ისწავლეთ კარდენალ ჰერერას უნივერსიტეტში CEU!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი კარდენალ ჰერერას უნივერსიტეტი CEU (ესპანეთი) აცხადებს რეგისტრაციას 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამაზე.
გაცვლითი პროგრამა ცხადდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და კარდენალ ჰერერას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში. გაცვლით პროგრამაში შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ესპანურ ენას B2 დონეზე.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტის მხრიდან გასაწევი ხარჯი შეადგენს მხოლოდ მგზავრობისა და ცხოვრების საფასურს.


