აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 22 აპრილის ბრძანებით შევიდა ცვლილება რექტორის 2019 წლის 11 მარტის ბრძანებით იურიდიულ, ბიზნესისა და ინჟინერიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ვადებში და განისაზღვრა შემდეგნაირად:
ა) კონკურსი ჩატარდეს სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება, დოკუმენტაციის შეედეგად შერჩეულ კონკურსანტებთან გასაუბრება და შეჯერება – გადაწყვეტილების მიღება)2019 წლის 19 აპრილიდან 13 მაისის ჩათვლით;
ბ) საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2019 წლის 14 მაისისა.