2025 წლის 11 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და უნივერსიტეტის მხარდაჭერით, EEU-ს ბიბლიოთეკაში გაიმართა ჭადრაკის ტურნირი ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებში აკადემიურ სივრცეში არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების მხარდაჭერა.
ტურნირი მონაწილეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. ღონისძიება წარმატებით განხორციელდა და ხელი შეუწყო სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და უნივერსიტეტში აკადემიური და კულტურული ინიციატივების განვითარებას.












