2025 წლის 26 აპრილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) თანადაფინანსებით, თვითმმართველობისა და ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი ,,კლაუზურა“ – “საზოგადოებრივი სივრცე”, არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვასილ კიკუტაძე, EEU-ს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი ბელა თინიკაშვილი და არქიტექტორი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორი-(IAA), EEU-ს მოწვეული პროფესორი, ბესარიონ ტატიშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.