საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ,,ღია გული” მრავალწლიანი ტრადიციების მქონე მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრია. 2012 წელს, განხორციელდა მისი სრული რეკონსტრუქცია მსოფლიოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კლინიკა 260 საწოლზეა გაშლილი, აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების მიერ მოწოდებული უახლესი სამედიცინო აპარატურით, დაკომპლექტებულია 580-მდე პროფესიონალი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და მომხმარებელს სთავაზობს, თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების დაცვით მომსახურების სრულ სპექტრს.
კლინიკაში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, მიმღები, რეანიმაცია, გადაუდებელი მედიცინის, თერაპიის, კარდიოლოგიის, ანესთეზიოლოგიის, ნევროლოგიის, ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრიის, დიალიზის, ხელოვნური განაყოფიერების, სტომატოლოგიის და ა.შ. დეპარტამენტები. მოიცავს სხვადასხვა სართულზე განლაგებულ 7 საოპერაციო ბლოკს, რომელიც განკუთვნილია ქირურგიის, მეანობა-გინეკოლოგიის და კარდიოქირურგიის დეპარტამენტებისთვის.
კლინიკა თანამშრომლობს შვეიცარიის, ისრაელის, ამერიკის, პოლონეთის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და ორიენტირებულია უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე
აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც გაშლილია 320 საწოლზე. კლინიკას გააჩნია მაღალი ხარისხის ამბულატორიული, დიაგნოსტიკური და მძლავრი ჰოსპიტალური სექტორები. ცენტრში ფუნქციონირებს სათანადოდ გამართული გადაუდებელი მიმღები (ER), ქირურგიული, სამეანო-გინეკოლოგიური, სამშობიარო, ტრავმატოლოგიური, კარდიოლოგიური, რადიოლოგიური და სხვა განყოფილებები, რომლებიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური თანამედროვე დანადგარებითა და დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – „რესპუბლიკური საავადმყოფო“ მდიდარი კლინიკური, სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილების მქონე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, სადაც ყველა პირობაა შექმნილი მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების მისაღებად. კლინიკა გაშლილია 200 საწოლზე და მასში აქტიურად ფუნქციონირებს ამბულატორიული და სტაციონარული სამსახურები. მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული საავადმყოფოს მიმღები განყოფილება „ემერჯენსი“ გადაუდებელი სიტუაციების მართვის ერთ-ერთი მძლავრი ცენტრია ქვეყნის მასშტაბით.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, მრავალწლიანი ტრადიციების მქონე, საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ტარდება ყველა ტიპის გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება. საავადმყოფო გაშლილია 140 საწოლზე და მასში ფუნქციონირებს სასწრაფო სამედიცინო მიმღები (ემერჯენსი), რეანიმაცია, სტაციონარი, ამბულატორიული განყოფილება მრავალფუნქციური დიაგნოსტიკური ცენტრით, რადიოლოგია, ლაპარასკოპიული ქირურგის ცენტრი და ა.შ.
სამედიცინო ცენტრი – მედიქლაბჯორჯია „JSI” ჯგუფის მიერ აკრედიტებული საერთაშორისო სტანდარტების მქონე კლინიკაა, რომელიც დაკომპლექტებულია უახლესი ტექნოლოგიებითა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. ცენტრი გაშლილია 55 საწოლზე და მის ბაზაზე ფუნქციონირებს გადაუდებელი დახმარების, პედიატრიის, სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციის, ქირურგიის, გინეკოლოგიის, ინტენსიური თერაპიის, კარდიოლოგიის, რადიოლოგიის და სხვა განყოფილებები.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრია, რომელიც წარმოადგენს მრავალპროფილიან, სპეციალიზებულ, კლინიკურ სტაციონარს და გაშლილია 150 საწოლზე. კლინიკა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და აერთიანებს მოზრდილთა ინფექციურ I და II დეპარტამენტებს, ჩირქოვანი ქირურგიის, პედიატრიულ, ბავშვთა და მოზრდილთა ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის, კლინიკური და მიკრო-ბიოლოგიური ლაბორატორიებისა და სხვა დეპარტამენტებს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და თანამედროვე სტანდარტების მქონე მულტიპროფილური ცენტრია, რომელიც მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევაზეა ორიენტირებული. კლინიკა გაშლილია 220 საწოლზე და აერთიანებს ზოგადი ქირურგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის, გულმკერდის ქირურგიის, ნეიროქირურგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ჩირქოვანი ქირურგიის, ენდოკრინული ქირურგიის და სხვა დეპარტამენტებს.
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული და უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც მოიცავს სადიაგნოსტიკო, ქირურგიულ, მამოლოგიურ, თავ-კისრის სიმსივნეების, ქიმიოთერაპიისა და სხვა განყოფილებებს. სტაციონარი გაშლილია 50 საწოლზე. კლინიკაში ასევე წარმატებით ფუნქციონირებს გენომის კვლევისა და დიაგნოსტიკის ცენტრი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ავთვისებიანი სიმსივნეების მიმდინარეობის პროგნოზისა და მკურნალობის ეფექტურად წარმართვაში.
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა მრავალპროფილური, გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული და უახლესი მაღალტექნოლოგიური სერვისების მქონე სამედიცინო ცენტრია, რომელიც მეოთხე დონის რეფერალურ კლინიკას და მესამე დონის პერინატალურ ცენტრს წარმოადგენს. კლინიკა გაშლილია 150 საწოლზე და აერთიანებს სამეანო, ემერჯენსის, რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიის, ახალშობილთა რეანიმაციის, ნევროლოგიის და სხვა დეპარტამენტებს.
საქართველო ისრაელის ერთობლივი კლინიკა – გიდმედი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა გაშლილია 25 საწოლზე. კლინიკაში ფუნქციონირებს უროლოგიის, ქირურგიის, რადიოლოგიის, ხერხემლის გამრუდების მქონე პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის და სხვა დეპარტამენტები. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს ტკივილის მართვის ინოვაციური ცენტრი.
„ახალი მზერა“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური და მაღალპროფესიული თვალის სნეულებათა კლინიკაა, რომელიც სრულყოფილი გამოკვლევის და კოპლექსური მკურნალობის მაღალი ხარისხის სერვისებს აერთიანებს. კლინიკა ინოვატორია მხედველობის ლაზერულ კორექციაში, სადაც ამიერკავკასიაში პირველად ჩატარდა მხედველობის ექსიმერლაზერული ოპერაციები. კლინიკაში ფუნქციონირებს ვიტრეორეტინალური ქირურგიის განყოფილება – ტარდება ოპერაციები ბადურაზე, თერაპიული/ლაზერული პროცედურები გლაუკომისა და ბადურას პათოლოგიების დროს.
„ჩაჩავას კლინიკა“ მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა რომელიც ევროპული სტანდარტების სამედიცინო სერვისებს მოიცავს. კლინიკა აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების მიერ მოწოდებული უახლესი სამედიცინო აპარატურით, რომელსაც უძღვებიან მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტები. კლინიკა გაშლილია 81 საწოლზე და მოიცავს მაღალი დონის სამეანო-გინეკოლოგიურ, რეპროდუქციულ, პლასტიკური ქირურგიის, სტომატოლოგიის, ესთეტიკური მედიცინისა და სხვა დეპარტამენტებს.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვათა ცენტრალური საავადმყოფო
მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მე-3 დონის ერთადერთი მულტიპროფილური, რეფერალური პედიატრიული კლინიკაა საქართველოში. 260 საწოლზე გაშლილ იაშვილის კლინიკაში ყველა სახის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. ხელმისაწვდომია ისეთი მაღალტექნოლოგიური და უნიკალური სერვისები, როგორიცაა – ონკოჰემატოლოგია, ონკოლოგია, ტოქსიკოლოგია, ხელოვნური თირკმელი (ჰემოდიალიზი), ნეიროქირურგია, თორაკალური ქირურგია, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია. ოპერაციების უდიდესი ნაწილი ენდოსკოპიური მეთოდით ხორციელდება. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ფუნქციონირებს ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება (ER).
აკად. ვ.წილთანაძის სახ. რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი
ბავშვთა ნეირორეაბილიტაციის ცენტრი ნაბიმედი