უნივერსიტეტი და შესაბამისად, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი ისწრაფვის დაინტერესებული პირთა წრის გაფართოებისა და მათი ჩართულობის გაზრდისკენ:
დაინტერესებულ პირებთან აქტიური კომუნიკაციით უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი უზრუნველყოფს თანამონაწილეობითი პროცესების წარმართვას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა, შემუშავება, შეფასება და განვითარება და ა.შ.
განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი რეგულარულად ინტერესდება დაინტერესებული პირების უკუკავშირით, ამისათვის სისტემურად ტარდება დაინტერესებული მხარეების კმაყოფილების კვლევა/გამოკითხვა და შედეგების გაზიარება. ამასთან ფაკულტეტი ფოკუსირებულია დაინტრესებულ პირებთან საკომუნიკაციო ძალისხმევის შეფასება და ანალიზი განახორციელოს და უზრუნველყოს შემდგომი გაუმჯობესება.