აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი „მულტიკულტურულ ჯგუფთან“ და პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 28 დეკემბერს, მართავს საერთაშორისო კონფერენციას: „თანამედროვე მსოფლიო გამოწვევები: ადამიანის უფლებების, სოციალური უზრუნველყოფის და კეთილდღეობის რეგულირება თანამედროვე მულტიკულტურულ სამყაროში“.
კონფერენციის მიზანია მონაწილეებმა გაცვალონ და შეაჯერონ წამყვანი აკადემიური წრეების პროფესიონალთა, მეცნიერთა, მკვლევართა და დოქტორანტთა შეხედულებები თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების ირგვლივ. კონფერენცია წარმოადგენს მთავარ ინტერდისციპლინურ ფორუმს მკვლევარებისთვის, პრაქტიკოსებისთვის და პროფესორ–მასწავლებლებისთვის, რათა წარმოადგინონ და განიხილონ თავიანთი ხედვები მიმდინარე პროცესების ირგვლივ.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ქართველ და უცხოელ პროფესორ-მასწავლებლებს ნებისმიერი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მკვლევარებს, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების საფეხურის სტუდენტებს.
მიმართულებები
საერთაშორისო ურთიერთობები; ბიზნესი და ეკონომიკა; ინფორმაციული ტექნოლოგიები; სამართალი; ტურიზმი; მედიცინა; ჟურნალისტიკა, განათლება; ფილოლოგია.
სამუშაო ენები – ქართული, ინგლისური.
ფორმატი: დისტანციურად, Zoom Platform-ით
კონფერენციის დაწყების დრო: 2023 წლის 28 დეკემბერი, 12:00 საათზე.