flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კოლონიური და პოსტკოლონიური მემკვიდრეობა: წარსული, აწმყო და მომავალი“

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტთან (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და უახლესი ისტორიის ცენტრთან პარტნიორობით  2023 წლის 15 სექტემბერს  მართავს II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „კოლონიური და პოსტკოლონიური მემკვიდრეობა: წარსული, აწმყო და მომავალი“

განხორციელების ადგილი და ფორმატი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, მცირე საკონფერენციო დარბაზი, ჰიბრიდული ფორმატი

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

კონფერენციის მიზანი:
თემატიკის აღწერა:
კონფერენციაში მონაწილეობის მოთხოვნები:
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
კონფერენციის მიზანი:

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კოლონიური და პოსტკოლონიური მემკვიდრეობა: წარსული, აწმყო და მომავალი“ მიზნად ისახავს ისეთი პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც პოსტკოლონიური თემატიკით დაინტერესებული მკვლევრები საკუთარი პოზიციების გამოხატვას, იდეებისა და მიგნებების ურთიერთგაცვლასა და პროდუქტიული დისკუსიების წარმართვას შეძლებენ. კონფერენციის მიზანია, ასევე, ხელი შეუწყოს დიალოგს განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლებს შორის. შესაბამისად, კონფერენციაზე, შესაძლოა, წარმოდგენილი იქნეს მოხსენებები, რომლებიც განსხვავებული დარგების – ფილოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურის კვლევების, არქიტექტურის, მუსიკის, კინომცოდნეობის და ა.შ. – ჭრილში აანალიზებენ პოსტკოლონიურ პრობლემატიკას. კონფერენციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენელთა შორის აზრების გაცვლა ხელს შეუწყობს პოსტკოლონიური კვლევების განვითარებას საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში.

თემატიკის აღწერა:

საქართველო პოსტკოლონიური ქვეყანაა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო თანდათან ჩაერთო გლობალურ ეკონომიკურ, კულტურულ, ციფრულ, პოლიტიკურ და ა.შ. ნაკადებში. დაიწყო კოლონიური და საბჭოთა წარსულის რეინტერპრეტაციის დინამიკური პროცესი. თუმცა, პოსტსაბჭოთა პერიოდი ნამდვილად არ აღმოჩნდა ადვილი. ამ ფონზე ინტერდისციპლინური პოსტკოლონიური კვლევები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რაში გამოიხატება საქართველოს პოსტკოლონიური მემკვიდრეობა? კულტურის რომელ სფეროებზე შეგვიძლია ვისაუბროთ პოსტკოლონიურ ჭრილში? შეგვიძლია თუ არა თანამედროვე პოსტკოლონიური კვლევების მოდელებითა და მიდგომებით ჩვენი წარსული თუ ახლანდელი გამოცდილების ახსნა? რა ტენდენციები შეიძლება გამოვყოთ კოლონიური/საბჭოთა მემკვიდრეობის რეინტერპრეტაციის პროცესებში? როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი განვითარება: კოლონიური/საბჭოთა მემკვიდრეობის რეინტერპრეტაციის, მისი უარყოფის, თუ მიღების გზით? ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს შემდეგი შეკითხვები: რა როლი ენიჭება ინტელექტუალს პოსტკოლონიური მემკვიდრეობის გააზრების პროცესში? რა სახის მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება მას ამ დროს? როგორ შეიძლება გააქტიურებულ იმპერიალისტურ დისკურსებთან დაპირისპირება და მათი გადალახვა?

კონფერენციაში მონაწილეობის მოთხოვნები:

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ თავიანთი მოხსენების აბსტრაქტები შემდეგ მისამართზე: g.tavadze@eeu.edu.ge და არეში „თემა“ (Subject) მიუთითოს მომხსენებლის სახელი და გვარი.

აბსტრაქტს აუცილებლად თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია:

  • მომხსენებლის სახელი და გვარი
  • მომხსენებლის აკადემიური სტატუსი და სამეცნიერო ხარისხი
  • უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის/კვლევითი ცენტრის დასახელება
  • მოხსენების სათაური
  • პირადი ვებ-გვერდის მისამართი (ინსტიტუციის ვებ-გვერდზე)
  • საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა და ტელეფონი

 

მოხსენების აბსტრაქტი უნდა გამოიგზავნოს Ms Word ფორმატში ქართულ და ინგლისურ ენებზე  (ფონტი – sylfaen, შრიფტის ზომა – 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი – 1,15). სიტყვების რაოდენობა: დაახლ. 300.

  • კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის სახით.
  • მოხსენებების აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 ივლისი.
  • ინფორმაციას მიღებული აბსტრაქტების შესახებ კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველები მიიღებენ 2023 წლის 5 აგვისტომდე.
  • დეტალური პროგრამა კონფერენციის მონაწილეებს 1 თვით ადრე გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
  • კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები 2024 წელს გამოქვეყნდება სამეცნიერო სერიაში „ინტერდისციპლინური პოსტკოლონიური კვლევები“, ტ. 2, თბილისი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

პროფ. გიორგი თავაძე (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი)

პროფ. ანატოლი ოლექსიენკო (ჰონგ-კონგის განათლების უნივერსიტეტი)

ასოც. პროფ. თამარ ჩოკორაია (კავკასიის უნივერსიტეტი)

ასოც. პროფ. ირაკლი ჩხაიძე (ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

გიორგი არქანია (უახლესი ისტორიის ცენტრი)

ნიკოლოზ სარაჯიშვილი (უახლესი ისტორიის ცენტრი)

საკონტაქტო პირი: პროფ. გიორგი თავაძე (ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი):
კონფერენციის დღის წესრიგი იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/კონფერენცია_15.09.2023-პროგრამა.pdf

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია. ონლაინ-ბმულის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/aBtE5A14CTbtKZBL8

g.tavadze@eeu.edu.ge
  • ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი
  • ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ
  • სიახლეები
  • მკვლევრები
  • კვლევა
    • ინტერდისციპლინური პოსტკოლონიური კვლევები
    • განათლების ინტერდისციპლინური კვლევები
    • პოლიტიკისა და სამართლის ფილოსოფია
    • პუბლიკაციები
  • ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ლექციები
  • InterDigital
  • კონტაქტი
ხატვის კონკურსი: შენი კუთხის ისტორია
ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის!

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University