flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია ,,სასკოლო განათლება – თანამედროვე გამოწვევები და ინოვაციები“

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი  მიმდინარე წლის 4 ივნისს მართავს მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივ კონფერენციას: „სასკოლო განათლება –  თანამედროვე გამოწვევები და ინოვაციები’’

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს სამეცნიერო საქმიანობაში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი ჩართულობის სტიმულირება, სტუდენტური გამოცდილების მოსწავლეებისთვის გაზიარება, ზოგადი განათლების სფეროში არსებული ძირითადი პრობლემატიკის იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების ძიება;

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული;

რეგლამენტი: მოხსენება – 15 წთ;  კითხვა-პასუხი – 5 წთ.;

კონფერენციის ფორმატი:  პირისპირ

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს; მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა საკონფერენციო თემები მოამზადონ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების პროგრამების სტუდენტებთან  და კურსდამთავრებულებთან ერთად ან ინდივიდუალურად;

კონფერენციის საორიენტაციო თემატიკა  მოიცავს შემდეგ საკითხებს :

  • სკოლის მართვა, ინოვაციები და ხარისხის უზრუნველყოფა;
  • მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა;
  • მშობლის როლი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში;
  • ბავშვთა უფლებები და განათლება;
  • ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სასწავლო გარემოში;
  • შეფასება და მოტივაცია.
  • სკოლის სასწავლო გარემო, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და რესურსები;
  • სწავლა-სწავლება, სასკოლო მზაობა და სხვა

გაითვალისწინეთ, თემატიკის ჩამონათვალი საორიენტაციოა და შეგიძლიათ, წარმოადგინოთ მოხსენება სასკოლო განათლების შესახებ ნებისმიერ სხვა საკითხზე;

მთავარი მომხსენებლები (Key Speakers)
კონფერენციაში მონაწილეობის მოთხოვნები:
მნიშვნელოვანი თარიღები
მონაწილეთა დაჯილდოვება
კონფერენციის აკადემიური კომიტეტი:
საორგანიზაციო კომიტეტი
კონფერენციის პროგრამა
მთავარი მომხსენებლები (Key Speakers)

კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან ზოგადი განათლების მიმართულებით დარგის ექსპერტები და ამასთანავე,  კონფერენციას გახსნიან მთავარი მომხსენებლები:

შალვა ტაბატაძე – აიიპ – “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის” თავმჯდომარე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის საბჭოს წევრი.  შალვა ტაბატაძე არის საერთაშორისო და შედარებითი განათლების საერთაშორისო საზოგადოების (CIES) და PHI BETA DELTA INTERNATIONAL SCHOLARS – წევრი, OSCE HCNM, Council of Europe, CIPDD, UNAG – განათლების პოლიტიკის ექსპერტი, განათლების საერთაშორისო კონსულტანტი მოლდავეთში, უკრაინაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, საქართველოში; საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „მულტილინგვური განათლების საერთაშორისო ჟურნალის“ დამფუძნებელი.

განათლების რეფორმებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საერთაშორისო და შედარებითი განათლების საერთაშორისო საზოგადოების (CIES) ჯილდოს მფლობელი.

 

თამარ თოლორაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, სხვადასხვა წლებში იყო ეთნიკური უმცირესობების განათლების ექსპერტი, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დირექტორი; აქვს  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში საქმიანობის გამოცდილება და ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას განათლების საკითხებზე.

 

გიორგი ჭანტურია –  განათლების კოალიციის დირექტორი , კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა ლაბის, „სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ განათლების სპეციალისტი და არაერთი კვლევითი ნაშრომისა თუ პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი, მათ შორის სასკოლო განათლების ისტორიის შესახებ. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების დოქტორანტი. აქვს მასწავლებლობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება, როგორც კერძო ისე საჯარო სკოლებში. პანდემიის დროს, მუშაობდა ტელესკოლის მასწავლებლად.

კონფერენციაში მონაწილეობის მოთხოვნები:
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

  • წინასწარი რეგისტრაციის გავლა შემდეგ  ბმულზე: https://forms.gle/wo68mypmdbb9JfRX8
  • ქართულ ენაზე შესრულებული პრეზენტაციის (მაქსიმუმ 8-10 სლაიდი, PPT) წარმოდგენა ელექტრონულ მისამართზე: Education@eeu.edu.ge (სათაურის ველში კონფერენციის დასახელების მითითებით).

შენიშვნა: სტუდენტმა მონაწილეებმა პრეზენტაციასთან ერთად უნდა გამოგზავნონ ანოტაცია ( ანოტაციის შესრულების მოთხოვნები იხილეთ დანართი 1-ის სახით).

მნიშვნელოვანი თარიღები
  • წინასწარი რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადა – 2023 წლის 25 მაისი;
  • პრეზენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა – 2023 წლის 31 მაისი;
  • კონფერენციის განხორციელების პერიოდი – 2023 წლის 4 ივნისი

შენიშვნა: განსაზღვრული ვადის დაგვიანებით წარმოდგენილი პრეზენტაცია (სტუდენტი მონაწილის შემთხვევაში ანოტაციასთან ერთად) არ განიხილება!

მონაწილეთა დაჯილდოვება

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და კრეატიული იდეების მქონე ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით;

კონფერენციის აკადემიური კომიტეტი:
  • კახაბერ ლაზარაშვილი – პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი
  • დავით სიხარულიძე – პროფესორი, EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი
  • ირმა ბარბაქაძე – პროფესორი, ,,ევროპული სკოლის’’ ამერიკული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის საბჭოს წევრი
  • მარინე ჩაგელიშვილი-ურუმაშვილი – EEU-ს პროფესორი, ენების ცენტრის უფროსი
  • გიორგი გახელაძე – ასოცირებული პროფესორი,  EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის საბჭოს წევრი, განათლების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
  • ქეთევან აფთარაშვილი – ასოცირებული პროფესორი, EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი
  • თამარ თოლორაია –  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი, ასისტენტ-პროფესორი
  • ლელა გოგინავა – EEU-ს მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, EEU-ს განათლების მეცნიერებების პროგრამის დოქტორანტი
საორგანიზაციო კომიტეტი
  • ნათია გეგელაშვილი – EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის კოორდინატორი, განათლების მეცნიერებების პროგრამის დოქტორანტი
  • ეკატერინე ბენიაშვილი – EEU-ს განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მოწვეული ლექტორი
  • მარიამ ლიკლიკაძე – EEU-ს უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი
  • გიორგი თათანაშვილი – EEU-ს ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის კოორდინატორი, მოწვეული ლექტორი
  • რუსუდან ჩერქეზიშვილი – EEU-ს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის მაგისტრანტი
  • თამარ თხელიძე – EEU-ს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის მაგისტრანტი
კონფერენციის პროგრამა

დღის წესრიგი იხ. ბმულზე: https://bit.ly/42caPCc

ქ. თბილის ი. ენუქიძის ქ. 6, (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
032 2 48 01 41
r.cherkezishvili@eeu.edu.ge

საჯარო ლექცია: ,,კიბერუსაფრთხოება და XXI საუკუნის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა”
EEU-ში სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესორ ავთანდილ გაგნიძის საჯარო ლექცია გაიმართა!

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University