
კონფერენციის მიზანია განათლების სფეროში ახალგაზრდების – მოსწავლეთა და სტუდენტთა – აქტიური ერთობლივი ჩართულობის ხელშეწყობა და სამეცნიერო თანამშრომლობის სტიმულირება, რაც მათ საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, განიხილონ თანამედროვე განათლების ძირითადი გამოწვევები და მოიძიონ მათი გადაჭრის ინოვაციური გზები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. კონფერენცია ასევე ემსახურება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული იდეების წარმოჩენას და მომავალი თაობის მკვლევართა პროფესიულ გაძლიერებას.
კონფერენციის საორიენტაციო თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს :
- ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი
- მომავლის სკოლა ახალგაზრდების თვალით
- განათლების ხარისხის გაუმჯობესების ინოვაციური ხედვები
- ახალგაზრდების STEM პროექტები განათლებისთვის
- განათლება, ეკოლოგია და სოციალური პასუხისმგებლობა
- მოსწავლეების და სტუდენტების პროექტები და ინიციატივები ნებისმიერ დარგში/სფეროში
- ბავშვის უფლებები, ინკლუზიური და თანასწორი განათლების შესაძლებლობები
- ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სასწავლო გარემოში;
- ტექნოლოგია და მენტალური ჯანმრთელობა
- AI მასწავლებლის როლში? – ადამიანის და ტექნოლოგიის თანაარსებობის შესაძლებლობები
-
თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და რესურსები სკოლაში
გაითვალისწინეთ, თემატიკის ჩამონათვალი საორიენტაციოა და შეგიძლიათ, წარმოადგინოთ მოხსენება განათლების შესახებ ნებისმიერ სხვა საკითხზე;
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული;
რეგლამენტი: მოხსენება – 15 წთ; კითხვა-პასუხი – 5 წთ.;
კონფერენციის ფორმატი: პირისპირ
კონფერენციის სამიზნე აუდიტორია: მოსწავლეები, სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის VII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს; მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა საკონფერენციო თემები მოამზადონ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების პროგრამების სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად ან ინდივიდუალურად;