flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: ახალგაზრდები და მომავლის განათლება – გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი  მიმდინარე წლის 7 ივნისს მართავს მოსწავლეთა და სტუდენტთა რიგით მესამე ერთობლივ კონფერენციას: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება – გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან’’

კონფერენციის მიზანია განათლების სფეროში ახალგაზრდების – მოსწავლეთა და სტუდენტთა – აქტიური ერთობლივი ჩართულობის ხელშეწყობა და სამეცნიერო თანამშრომლობის სტიმულირება, რაც მათ საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, განიხილონ თანამედროვე განათლების ძირითადი გამოწვევები და მოიძიონ მათი გადაჭრის ინოვაციური გზები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. კონფერენცია ასევე ემსახურება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული იდეების წარმოჩენას და მომავალი თაობის მკვლევართა პროფესიულ გაძლიერებას.

კონფერენციის საორიენტაციო თემატიკა  მოიცავს შემდეგ საკითხებს :

  • ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი
  • მომავლის სკოლა ახალგაზრდების თვალით
  • განათლების ხარისხის გაუმჯობესების ინოვაციური ხედვები
  • ახალგაზრდების STEM პროექტები განათლებისთვის
  • განათლება, ეკოლოგია და სოციალური პასუხისმგებლობა
  • მოსწავლეების და სტუდენტების პროექტები და ინიციატივები ნებისმიერ დარგში/სფეროში
  • ბავშვის უფლებები, ინკლუზიური და თანასწორი განათლების შესაძლებლობები
  • ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სასწავლო გარემოში;
  • ტექნოლოგია და მენტალური ჯანმრთელობა
  • AI მასწავლებლის როლში? – ადამიანის და ტექნოლოგიის თანაარსებობის შესაძლებლობები
  • თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და რესურსები სკოლაში

გაითვალისწინეთ, თემატიკის ჩამონათვალი საორიენტაციოა და შეგიძლიათ, წარმოადგინოთ მოხსენება განათლების შესახებ ნებისმიერ სხვა საკითხზე;

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული;

რეგლამენტი: მოხსენება – 15 წთ;  კითხვა-პასუხი – 5 წთ.;

კონფერენციის ფორმატი:  პირისპირ

კონფერენციის სამიზნე აუდიტორია: მოსწავლეები, სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის VIII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს; მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა საკონფერენციო თემები მოამზადონ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების პროგრამების სტუდენტებთან  და კურსდამთავრებულებთან ერთად ან ინდივიდუალურად;

კონფერენციაში მონაწილეობის მოთხოვნები
მნიშვნელოვანი თარიღები
მონაწილეთა დაჯილდოება
კონფერენციის პროგრამა
კონფერენციაში მონაწილეობის მოთხოვნები
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

  • წინასწარი რეგისტრაციის გავლა შემდეგ  ბმულზე: https://forms.gle/wo68mypmdbb9JfRX8
  • ქართულ ენაზე შესრულებული პრეზენტაციის (მაქსიმუმ 8-10 სლაიდი, PPT) წარმოდგენა ელექტრონულ მისამართზე: Education@eeu.edu.ge (სათაურის ველში კონფერენციის დასახელების მითითებით).

შენიშვნა: სტუდენტმა მონაწილეებმა პრეზენტაციასთან ერთად უნდა გამოგზავნონ ანოტაცია

ანოტაციის წარმოდგენისთვის საჭირო ზოგადი მოთხოვნები: A4 ფორმატი, PDF, 150-დან 300 სიტყვამდე – შრიფტი: Times New Roman;  ტექსტის ზომა: 12, ინტერვალი: 1,5. ( ანოტაციის შესრულების მოთხოვნები იხილეთ დანართი 1-ის სახით).

მნიშვნელოვანი თარიღები
  • წინასწარი რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადა – 2025 წლის 25 მაისი;
  • პრეზენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა – 2025 წლის 31 მაისი;
  • კონფერენციის განხორციელების პერიოდი – 2025 წლის 7 ივნისი

შენიშვნა: განსაზღვრული ვადის დაგვიანებით წარმოდგენილი პრეზენტაცია (სტუდენტი მონაწილის შემთხვევაში ანოტაციასთან ერთად) არ განიხილება!

მონაწილეთა დაჯილდოება

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და კრეატიული იდეების მქონე ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით;

კონფერენციის პროგრამა

კონფერენციის პროგრამა გამოქვეყნდება 2 ივნისს, 2025

ქ. თბილის ი. ენუქიძის ქ. 6, (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
032 2 48 01 41
education@eeu.edu.ge

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ კონფერენციაზე

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University