flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

განათლების კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა კონფერენცია – პროფესიული განვითარების დღე 2025

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტზე, განათლების საერთაშორისო დღის ფარგლებში, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაიმართა განათლების კურსდამთავრებულთა, სტუდენტთა და დამსაქმებელთა ყოველწლიური ერთობლივი რიგით მეორე კონფერენცია – პროფესიული განვითარების დღე 2025.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა  კურსდამთავრებულთა, დამსაქმებელთა და სტუდენტთა პრაქტიკული და კვლევითი გამოცდილების ურთიერთგაზიარება, სამეცნიერო საქმიანობაში ერთობლივი ჩართულობის სტიმულირება,  განათლების სფეროში არსებული ძირითადი პრობლემატიკის იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის ინოვაციური გზების ძიება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამასთანავე, კონფერენცია ეძღვნებოდა განათლების საერთაშორისო დღეს.

ღონისძიება გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა. მონაწილეებს მიესალმნენ EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი დავით სიხარულიძე.

კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იყო მიდლსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანჯელა სქოლანი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა  დამსაქმებელთა ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს EEU-ს პარტნიორმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა:

  • ქ. თბილისის მე-11 საჯარო სკოლა – დირექტორი: ნინო ჯაბანიშვილი, მოხსენების თემა: „განათლების ხარისხის მართვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში’’;
  • თბილისის 172 საჯარო სკოლა – თამუნა ზურაბაშვილი, მოხსენების თემა: „მეტი ვიდრე ქულა: ინოვაციური მიდგომები შეფასებაში’’;
  • სკოლა ,,ქორალი’’ – ანა კინწურაშვილი, მოხსენების თემა: „არაფორმალური განათლების როლი სასკოლო საზოგადოებაში’’;
  • ქ. თბილისის 114 საჯარო სკოლა;
  • ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესი’’.

ღონისძიების ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესს”  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელონ პედაგოგიური და ადმინისტრაციული პრაქტიკის, განათლების კვლევების, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები განათლების სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები განათლების სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე
პრეცენტაციები:

  • მირანდა კუკანია (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი) – „კლასის დამრიგებლის როლი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ფსიქო-ემოციურ კეთილდღეობაში’’;
  • მარიამ ბარბაქაძე (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) – „მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრთან თანამშრომლობის კვლევა’’;
  • მარიამ ტეფნაძე, მერი გინტური (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები) – „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ელექტრონული პლატფორმებით (EEU-EL, Teams, eeu.edu.ge, Outlook) კმაყოფილების კვლევა’’;
  • ასმათი ჟიჟიაშვილი (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) – „სკოლაში მოსწავლეების მოტივაციის და დემოტივაციის განმსაზღვრელი ფაქტორები’’;
  • ლელა თევდორაშვილი (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი) „სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პირობები’’;
  • ელენე ტაბატაძე (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული) – „ადრეული განათლების სერვისების ხარისხი საქართველოში (ავტორიზაცია და დიაგნოსტიკური შეფასება)’’;
  • ანა მაისურაძე (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებული, უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის სპეციალისტი) – „პროფესიული დოქტორანტურის დანერგვის პრობლემები საქართველოში’’;
  • ნელი აფხაზავა (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული) – „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანობა’’;
  • კესო დარსალია (EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული) – „რესურს ოთახის როლი სსსმ მოსწავლის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის საქმეში’’.

კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, EEU-ს სტუდენტები, პერსონალი და სხვა მოწვეული სტუმრები. კონფერენცია წარიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში. მონაწილეებმა მოახდინეს  საკუთარი პოზიციების,  იდეების, მიგნებების  ურთიერთგაცვლა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის ყველა მონაწილეს და მომხსენებელს გადაეცა სერტიფიკატები, ასევე უნივერსიტეტისგან პარტნიორ ორგანიზაციებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები

კონფერენციას ორგანიზებას უწევდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

საორგანიზაციო კომიტეტი:

  • ქეთევან აფთარაშვილი – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი (საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე);
  • ანი ყველაშვილი – EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
  • ნინო ლაცოშვილი – EEU-ს საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
  • მარიამ ლიკლიკაძე – EEU-ს უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის უფროსი;
  • ანა მაისურაძე – EEU-ს უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის სპეციალისტი;
  • მარიამ ბუკია – EEU-ს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

თამთა ტაბატაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) საუნივერსიტეტო საკალათბურთო “B ლიგა 2024”-ის მესამეადგილოსანია

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University