წარმომადგენლობითი საბჭოს შესახებ:
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსტიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ეფექტურ მართვასა და განვითარებას, უნივერსიტეტის სტრატეგიული საკითხების კოლეგიური გადაწყვეტის გზით უზრუნველყოს უნივერსიტეტის მართვისა და საქმიანობის ღიაობა, გამჭვირვალობა და მასში საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა.
წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არჩეული წევრების სტატუსით შედიან აფილირებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი და სტუდენტები. საბჭოს არჩეული წევრი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრება 4-4 წევრით, უნივერსიტეტის თითოეული ფაკულტეტიდან თითო-თითო წევრი.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის უფლების მქონე სუბიექტები:
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი აკადემიური პერსონალი შეიძლება გახდეს უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი, რომელიც ამავდროულად არ არის უნივერისტეტის სხვა არჩევითი კოლეგიური ორგანოს წევრი.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევა:
წარმომადგენლობითი საბჭოს აკადემიური პერსონალი წევრები აირჩევიან შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოების მიერ, რომელიც განიხილავს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მსურველთა წარმოდგენილ დასაბუთებულ განცხადებებს. აფასებს კანდიდატების მოტივაციას და საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართულობას. ასევე, უფლებამოსილია სურვილის შეთხვევაში გაესაუბროს კანდიდატებს.
ფაკულტეტის საბჭო სხდომაზე კენჭისყრის გზით იღებს გადაწყვეტილებას იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომლის მონაწილეობასაც წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობაში მიიჩნევს პროდუქტიულად.
განცხადების წარმოდგენის ვადები და ფორმა:
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მსურველმა აკადემიურმა პერსონალმა 2023 წლის 19 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით დასაბუთებული განცხადება უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
- ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი: Business@eeu.edu.ge
- იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: Law-Social@eeu.edu.ge
- ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტი: healthcare@eeu.edu.ge
აკადემიური პერსონალის განცხადების ფორმა იხ. ფაკულტეტების შესაბამისად: