აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების თანახმად, 2023 წლის 10 ნოემბერს გაიმართა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრება.
საერთო კრებაზე გამართული კენჭისყრის შედეგად ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტი წევრი გახდა: ანი ხაჩიძე
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს ანი ხაჩიძეს ფაკულტეტის საბჭოს წევრობას, უსურვებს წარმატებასა და ნაყოფიერ საქმიანობას.
შენიშვნა: არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში.
გასაჩივრების უფლება აქვს არჩევნებში მონაწილე კანდიდატს, საარჩევნო კომისიის წევრს და ამომრჩეველს. არჩევნების შედეგების გასაჩივრების მიზნით, დასაბუთებული საჩივარი უნდა გამოგზავნოთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@eeu.edu.ge არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.