აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დებულების თანახმად, 2026 წლის 03 აპრილს გაიმართა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრება.
საერთო კრებაზე გამართული კენჭისყრის შედეგად ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტი წევრი გახდა: ანდრია ჩერქეზიშვილი.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს ანდრია ჩერქეზიშვილს ფაკულტეტის საბჭოს წევრობას, უსურვებს წარმატებასა და ნაყოფიერ საქმიანობას.
შენიშვნა: არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში.
გასაჩივრების უფლება აქვს არჩევნებში მონაწილე კანდიდატს, საარჩევნო კომისიის წევრს და ამომრჩეველს. არჩევნების შედეგების გასაჩივრების მიზნით, დასაბუთებული საჩივარი უნდა გამოგზავნოთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@eeu.edu.ge არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.


