აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის შექმნილი Cricket გუნდი. კრიკეტის გუნდის მიზანია სტუდენტებში სპორტული კულტურის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება კრიკეტის სპორტის საშუალებით.
გუნდი ემსახურება:
-
სტუდენტთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მხარდაჭერას;
-
გუნდური პასუხისმგებლობის, ლიდერობისა და სტრატეგიული აზროვნების განვითარებას;
-
მრავალფეროვანი და ინკლუზიური სპორტული გარემოს შექმნას;
-
სტუდენტთა სოციალური ინტეგრაციისა და ინტერკულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობას.
კრიკეტის გუნდი წარმოადგენს სივრცეს, სადაც სტუდენტები აერთიანებენ სპორტულ მისწრაფებებს, მეგობრობასა და უნივერსიტეტის ერთიანობის სულისკვეთებას.
შემოგვიერთდით: https://eeu.edu.ge/club-survey-2/

















