2022 წლის 15 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ორგანიზებით კრიკეტის სტუდენტური ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში საქართველოს 16 სხვადასხვა უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირის გამარჯვებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) გუნდი „Eagles“ გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (TSMU) და ევროპის უნივერსიტეტის (EU) გუნდებმა დაიკავეს. EEU-ს გუნდს „Strikers” აღნიშნულ ტურნირში მეხუთე ადგილი ხვდა წილად.
გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო მოთამაშეები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა შესაბამისი პრიზებით დააჯილდოვა.