2024 წლის 12 ივლისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტების ორგანიზებითა და ადმინისტრაციის ხელშეწყობით, კულტურის ფესტივალი – CHARISMA 2024 გაიმართა.
ფესტივალზე სტუდენტებმა ეროვნული ცეკვები და სიმღერები შეასრულეს, მოაწყვეს ტრადიციული სამოსის ჩვენება და კულინარიული კუთხე, სადაც ღონისძიების სტუმრებს ტრადიციული კერძების დაგემოვნება შეეძლოთ.
სტუდენტებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ელენე ზურაბიშვილი მიესალმა.
ღონისძიებას ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის ხუთასამდე სტუდენტი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ესწრებოდა.