გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) 2020-2021 სასწავლო წლისთვის აცხადებს კოკურსს მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდიებისათვის (1-6 თვე).
სამიზნე ჯგუფი:
- სადოქტორო პროგრამის სტუნდენტები
- დოქტორები
- მკვლევარები
წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა (იტვირთება DAAD-ის ელექტრონულ პორტალში) და ვადები:
- შევსებული ელექტრონული განაცხადი
- აკადემიურ ხელმძღვანელთან შეთანხმებული სამეცნიერო საკვლევი თემის დეტალური აღწერა და წინა სამეცნიერო ნაშრომის მოკლე აღწერა (სულ 10 გვერდი)
- დაგეგმილი სამეცნიერო მუშაობის გრაფიკი
- გერმანიის მასპინძელი უნივერსიტეტის აკადემიური ხელმძღვანელის მიერ გაცემული მოწვევის წერილი, რომელიც ადასტურებს აპლიკანტის სამეცნიერო კვლევითი პროექტის მიღებას და მისი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფას მასპინძელ უნივერსიტეტში
- უნივერსიტეტის დიპლომი, დანართით (ნიშნების ფურცელი), (აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია კვლევის დაწყებამდე თუ განაცხადის დროს ხელმისაწვდომი არ არის)
- დამატებითი დოკუმენტები (სერტიფიკატები, ცნობა სამსახურიდან და ა.შ)
- ქართულ ენოვანი დოკუმენტების ინგლისური ან გერმანული თარგმანი
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებლი სერტიფიკატი თუ საკვლევი თემის ენა არის ინგლისური
- გერმანული ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი გაცემული DAAD -ის ადგილობრივი სამსახურის მიერ
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15.11.2019
დამატებითი ინფორმაცია:
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ DAAD-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს ან ესტუმროთ DAAD-ის საინფორმაციო ცენტრს შემდეგ მისამართზე: ზანდუკელის ქ. 16, გოეთეს ინსტიტუტის პირველი სართული.
ინდივიდუალური საკონსულტაციო საათები:
ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი 14:00 – 18:00 სთ.
სატელეფონო კონსულტაცია:
ორშაბათი, ოთხშაბათი 11:00 – 13:00 სთ.
ხუთშაბათი, პარასკევი 11:00 – 12:30 სთ.
DAAD Information Centre Tiflis c/o Goethe Institute Zandukeli Str. 16 0108 Tbilissi Georgia
Tel.: +995 (32) /29 20 926