
საგრანტო კონკურსის მიზანია გერმანიაში სადოქტორო პროექტების მხარდაჭერა.
DAAD-ი დააფინანსებს, სახელმწიფო, არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებში:
- ინდივიდუალურ კვლევებს (უნივერსიტეტის პედაგოგის ან აკადემიური მრჩეველის მეთვალყურეობის ქვეშ);
- ადგილობრივ სადოქტორო კვლევაში მონაწილეობას.
დაფინანსების ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 4 წელს (გრანტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროექტზე და განმცხადებლის სამუშაო გრაფიკზე). თავდაპირველად გრანტი გაიცემა მაქსიმუმ 1 წლით.
განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მაგისტრებს, დოქტორანტებს და პოსტდოქტორანტებს.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 30 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: daad.de/go/en/stipa57135739