DAAD აცხადებს ჰელმუტ შმიდტის პროგრამის სამაგისტრო სტიპენდიებს საჯარო პოლიტიკისა და კარგი მმართველობის მიმართულებით. სტიპენდიის ფარგლებში, წარმატებული კურსდამთავრებულები განვითარებადი ქვეყნებიდან შეძლებენ მიიღონ მაგისტრის ხარისხი გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში.
ჰელმუტ-შმიდტის პროგრამის ფარგლებში DAAD-ის სტიპენდიანტი თავისუფლდება სწავლის საფასურისგან. ამასთან, კანდიდატი DAAD-ისგან მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას, რომელიც შეადგენს 861 ევროს. სტიპენდია ასევე მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევას, მგზავრობის ხარჯებს, სასწავლო და კვლევით დაფინანსებას, ასევე დახმარებას ქირის გადასახადში მეუღლეებისა და / ან ბავშვებისათვის, სადაც ეს შესაძლებელია.
სტიპენდიები გაიცემა შერჩეულ სამაგისტრო კურსებისთვის გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში. სწავლება მიმდინარეობს გერმანულ და/ან ინგლისურ ენაზე.
შემოთავაზებულ უნივერსიტეტებში განაცხადის მიღების ვადა გრძელდება 2021 წლის 1 ივნისიდან 31 ივლისამდე.
სტიპენდიის, სააპლიკაციო პროცედურების, მოთხოვნილი კრიტერიუმების, შემოთავაზებული უნივერსიტეტებისა და პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამის ვებ-გვერდს: