DAAD აცხადებს მოკლევადიან კვლევით გრანტებს დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომლის უმთავრესს მიზანს სადოქტორო პროგრამების კონტექსტში კვლევითი პროექტების ხელშეწყობა წარმოადგენს.
განაცხადის შეტანა შესაძლებელია მათთვის, ვინც:
- იმყოფება სწავლების სადოქტორო საფეხურზე;
- ფლობს მაგისტრის ან გამონაკლისი სახით ბაკალავრის ხარისხს არაუგვიანეს დაფინანსების დანიშვნამდე;
- ფლობს დოქტორის ხარისხს (პოსტ–დოქტორანტურა).
განმცხადებლები, ვინც მთლიან სადოქტორო პროგრამაზე სწავლობენ გერმანულ უნივერსიტეტში, ვერ დარეგისტრირდებიან ზემო აღნიშნულ პროგრამაზე გრანტის მისაღებად.


