EEU მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის სტუდენტური კლუბი (DEI) წარმოადგენს სტუდენტურ გაერთიანებას, რომლის მიზანია უნივერსიტეტში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიური გარემოს გაძლიერება. კლუბი აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკური, კულტურული და სოციალური წარმომავლობის სტუდენტებს და ქმნის სივრცეს, სადაც თითოეულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა იგრძნოს თავი დაფასებულად, მხარდაჭერილად და წარმოდგენილად.
კლუბი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების მხარდაჭერასა და მათ ინტეგრაციას უნივერსიტეტის აკადემიურ და სოციალურ ცხოვრებაში. ამასთანავე, კლუბი ხელს უწყობს საერთაშორისო სტუდენტების აქტიურ ჩართულობას და კულტურული გამოცდილებების გაზიარებას.
კლუბის საქმიანობა ეფუძნება კულტურათაშორის დიალოგს, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემას, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტში ინკლუზიური და მრავალფეროვანი გარემოს განვითარებას.
ძირითადი აქტივობები
კლუბის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის:
-
მრავალფეროვნებისა და კულტურული ცნობიერების ღონისძიებები
-
დისკუსიები და დიალოგის შეხვედრები თანასწორობისა და ინკლუზიის თემებზე
-
საგანმანათლებლო ვორქშოპები და საჯარო ლექციები
-
კულტურული გაცვლის ღონისძიებები და სტუდენტური შეხვედრები
-
ფილმის ჩვენებები და თემატური საღამოები
-
ექსკურსიები და კულტურული ვიზიტები
აღნიშნული აქტივობები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაეცნონ სხვადასხვა კულტურას, ტრადიციასა და გამოცდილებას და ხელს უწყობს უნივერსიტეტში მეგობრული, ინკლუზიური და მრავალფეროვანი გარემოს ჩამოყალიბებას.
წევრობა
კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ:
-
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს (აზერბაიჯანელები, სომხები…)
-
საერთაშორისო სტუდენტებს
-
ყველა სტუდენტს, ვინც დაინტერესებულია მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის ხელშეწყობით
კლუბი ღიაა ყველა სტუდენტისთვის, ვინც სურს აქტიურად ჩაერთოს უნივერსიტეტის მრავალფეროვან და ინკლუზიურ სტუდენტურ ცხოვრებაში.
შემოგვიერთდით: https://eeu.edu.ge/club-survey-2/










