აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს ტუშას უნივერსიტეტის (იტალია), დელეგაცია ესტუმრა პროფესორების – სიმონე სევერინი (ბიო – ეკონომინისტი), მასიმილიანო ფელისე (ბიოლოგი) და ანჯელა ფატორეტის (საერთაშორისო თანამშრომლობისა და მობილობის ოფისი) შემადგენლობით.
დელეგაციას უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა და ვიცე – რექტორმა, თეა იმედაძემ უმასპინძლეს.
სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ახალი კამპუსი, გაეცნენ უნივერსიტეტის პროგრამებსა და შეთავაზებებს.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.
უნივერსიტეტებმა გამოთქვეს მზაობა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისათვის.