ციფრული თარო წარმოადგენს ელექტრონულ რესურსს, რომელიც MS Teams-ის ფარგლებშია შექმნილი. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებს, უკეთ გაიცნონ საქართველოს მდიდარი და მრავალსაუკუნოვანი კულტურა. ციფრული თარო შეიცავს ინფორმაციას ისეთ თემებზე, როგორებიცაა არქიტექტურა, ფერწერა, ლიტერატურა, კულინარია, ტურიზმი, ისტორია და სხვ.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს უფრო მომცველი პროექტის – „ადგილები და სივრცეები უნივერსიტეტის შიგნით და მის მიღმა“ – ნაწილს, რომელიც ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრში ხორციელდება (ხელმძღვანელი: პროფ. გიორგი თავაძე).
სპიკერი: გიორგი თავაძე – ფილოსოფიის დოქტორი, EEU-ს პროფესორი, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი (EEU).
სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტები
სამუშაო ენა: ინგლისური
განხორციელების განრიგი: 30.01.2023, 16:00 საათზე
ფორმატი და ლოკაცია: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401