მიმდინარეობს რეგისტრაცია ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსზე – DL101GE
ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ეძლევა შესაძლებლობა დისტანციურად გაიაროს ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE).
კურსს ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ სერტიფიცირებული საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტუტორები.
კურსი უფასოა და ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.
კურსი მოიცავს 13 მოდულს და გრძელდება 6 კვირა. სწავლების პროცესს დამოუკიდებლად მართავს მონაწილე, ინდივიდუალურად ეცნობა სასწავლო მასალას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს კურსის ტუტორებს და სხვა მონაწილეებს სადისკუსიო ფორუმზე.
ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო ელექტორნული სერტიფიკატი, რომლის საფუძველზე მას შეეძლება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სხვა სპეციალიზებული კურსების გავლა.
კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 7 მაისის ჩათვლით.
რეგისტრაციისა და კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/
საკონტაქტო ინფორმაცია: dl101ge@sakpatenti.org.ge