
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2025 წლის 6 დეკემბერს მართავს დოქტორანტთა ყოველწლიურ რიგით მესამე სამეცნიერო ეროვნულ კონფერენციას.
კონფერენციის მიზანი:
დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო ეროვნული კონფერენცია მიზნად ისახავს ისეთი პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები შეძლებენ საკუთარი პოზიციების გამოხატვას, იდეებისა და მიგნებების ურთიერთგაცვლას, კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, პროდუქტიული დისკუსიების წარმართვას.
ვიწვევთ ყველა დოქტორანტს, ჩაერთოს აკადემიურ გარემოში და წარმოადგინოს უახლესი კვლევები ისეთ დარგებში, როგორიცაა: განათლება, ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი; კონფერენცია ხელს შეუწყობს განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობას;
გარდა სამეცნიერო პროგრამისა, კონფერენცია უმასპინძლებს ინტერაქტიულ ვორქშოპებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებიც მიმართული იქნება დოქტორანტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარების განვითარების ხელშეწყობისკენ. აქტივობები დოქტორანტებს მისცემს შესაძლებლობას, დახვეწონ თავიანთი უნარები და მიიღონ ღირებული რჩევები დარგის ექსპერტებისგან.
კონფერენცია ფარავს შემდეგ მიმართულებებს: განათლება, ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი;
კონფერენციის სამიზნე აუდიტორია: დოქტორანტურის სტუდენტები
კონფერენციის ფორმატი: პირისპირ
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
რეგლამენტი: მოხსენება – 15 წთ; კითხვა – პასუხი – 10 წთ.
კონფერენციაში მონაწილეობის საფასური: სრულად ფინანსდება ორგანიზატორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ
საუკეთესო სტატიები გამოქვეყნდება დოქტორანტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მასალების რიგით მესამე კრებულში.