დრამ-თერაპიისა და შშმ პირთა კლუბის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ კომპლექსური და სანდო ცოდნის გავრცელება, მათ მიმართ არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულებების იდენტიფიცირება და გააზრება, ასევე ინკლუზიური მიდგომების ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს შშმ პირთა სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო და კულტურულ ცხოვრებაში.
კლუბი ისწრაფვის დრამ-თერაპიისა და სხვა ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ხელი შეუწყოს ცნობიერების ამაღლებას, ემპათიის განვითარებას და ინკლუზიური გარემოს ფორმირებას, სადაც თანასწორობა და ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ფუნდამენტურ ღირებულებას.
შემოგვიერთდით: https://eeu.edu.ge/club-survey-2/












