2025 წლის 25–26 იანვარს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ქ. დუბაიში, გამართულ საგანმანათლებლო გამოფენა/სემინარს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ელენე ზურაბიშვილი დაესწრო
შეხვედრების ფარგლებში მან აუდიტორიას EEU-ს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა, მისი სწავლის სპეციფიკა, უპირატესობები და შესაძლებლობები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საუნივერსიტეტო კლინიკის მხარდაჭერაზე, თანამედროვე სასწავლო სივრცეებზე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების მაღალი ხარისხის პროფესიულ, თეორიულ, კლინიკურ და პრაქტიკულ მომზადებას.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიზნად ისახავდა EEU-ს საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას, უცხოელი აპლიკანტებისათვის პროგრამის გაცნობას და უნივერსიტეტის გლობალურ საგანმანათლებლო ქსელში ინტეგრაციის ხელშეწყობას.