flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი საერთაშორისო განათლების ევროპის ასოციაციის (EAIE) ყოველწლიურ გამოფენასა და კონფერენციაზე

მიმდინარე წლის 26-29 სექტემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მონაწილეობდა საერთაშორისო განათლების ევროპის ასოციაციის (EAIE 2023) ყოველწლიურ გამოფენასა და კონფერენციაში, რომელიც ქალაქ როტერდამში, ნიდერლანდებში გაიმართა.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით EAIE 2023-ზე  წარმოდგენილი იყო საქართველოს სტენდი, რომელიც 11 ქართულ უნივერსიტეტს აერთიანებდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უნივერსიტეტებმა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალისხმევით წარმოადგინეს ქვეყანა მსგავსი მასშტაბის საგანმანათლებლო გამოფენაზე.

EAIE 2023 სიდიდით პირველი საგანმანათლებლო ღონისძიებაა ევროპაში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. ის საუკეთესო პლატფორმაა პარტნიორული ქსელის გაფართოებისა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისთვის.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სახელით გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა საერთაშორისო და ადმინისტრაციულ საკითხებში, თეა იმედაძემ და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ელენე ზურაბიშვილმა.

EEU-ს წარმომადგენლებმა გამოფენის მონაწილეებს გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, უპირატესობები და შეთავაზებები. გამართეს შეხვედრები ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა უნივერსიტეტის პარტნიორული ქსელის გაფართოებისა და ახალი თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობები. ესპანეთის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის უნივერსიტეტებთან დაისახა ინსტიტუციური პარტნიორობისა და ERASMUS+-ის ფარგლებში თანამშრომლობის გეგმები.

ნიდერლანდებში ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, თეა იმედაძე, შეხვდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ დავით სოლომონიას. შეხვედრაზე ქალბატონმა თეა იმედაძემ ელჩს გააცნო ინფორმაცია გამოფენისა და საქართველოს წარმომადგენლობის შესახებ. მხარეებმა ისაუბრეს ნიდერლანდების უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მათთან თანამშრომლობის  განვითარების შესაძლებლობებზე.

EAIE 2023-ში მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინეტრნაციონალიზაციის განვითარებისა და მისი სტუდენტებისა და პერსონალისთვის ახალ შესაძლებლობების შექმნის საწინდარია. ამასთანავე, იგი უზრუნველყოფს საქართველოს გამოჩენას საერთაშორისო განათლების ასპარეზზე და უხსნის კარს უმაღლესი განათლების სფეროში გლობალური თანამშრომლობის გაღრმავების მრავალ შესაძლებლობას.

დამატებითი ინფორმაცია საერთაშორისო განათლების ევროპის ასოციაციის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.eaie.org/

EEU-ს სტუდენტებისთვის საბიბლიოთეკო რესურსებისა და სერვისების შესახებ ტრენინგი გაიმართა
საერთაშორისო სკოლა: ,,კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი”

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University