flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საბერძნეთის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პანთეონის უნივერსიტეტში

გსურს Erasmus+-ის დაფინანსებით გაემგზავრო ევროპაში, ისწავლო საბერძნეთის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პანთეონის უნივერსიტეტში და მიიღო დაუვიწყარი გამოცდილება?

მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!  გახდი ერასმუსელი!

▶აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ერასმუს + სტიპენდიით საბერძნეთის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პანთეონის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის კონკურსს სტუდენტებისთვის.

▶გაცვლითი პროგრამა ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility –ICM) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება EEU და საბერძნეთის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პანთეონის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე.

პანთეონის უნივერსიტეტი გახლავთ საბერძნეთში სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით უძველესი უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1927 წელს და მდებარეობს ათენში. უნივერსიტეტი აერთიანებს  ოთხ ფაკულტეტს, სამ კვლევით ინსტიტუტს, თვრამეტ კვლევით ცენტრსა და ლაბორატორიებს, სტუდენტების რაოდენობა კი 19 000-ს აჭარბებს.

▶აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს გეძლევათ შესაძლებლობა სრული დაფინანსებით გაცვლითი ერთი სემესტრი გაატაროთ საბერძნეთში, ეზიაროთ საერთაშორისო გამოცდილებას, მიიღოთ ცოდნა და დაუვიწყარი გამოცდილება!

Erasmus+ სტიპენდია სრულად ფარავს როგორც სწავლის, ისე მგზავრობის ხარჯებს! პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია სტიპენდიების მიღება! ყოველთვიური სტიპენდიის სახით სტუდენტებისთვის განსაზღვრულია 850 ევრო, მგზავრობის ხარჯი ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით.

სტუდენტთა მობილობისთვის სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
სტუდენტთა მობილობისთვის სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება ღია კონკურსის წესით.

საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები: 11/07/2023 – 19/07/2023

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ EEU–ს ქვემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების სამივე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე.

  • სამართლის;
  • საჯარო მმართველობის;
  • საერთაშორისო ურთიერთობების;
  • ფსიქოლოგიის;
  • ბიზნესის ადმინისტრირების.

შერჩევის პროცესი განხორციელდება სამ ეტაპად:

  • დოკუმენტაციის შემოწმება;
  • გამოცდა ინგლისურ ენაში;
  • გასაუბრება.

ინგლისური ენის გამოცდიდან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს:

უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებულ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს: TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE;

უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობას (სადაც სწავლების ენა იყო ინგლისური ენა).

სააპლიკაციო დოკუმენტები
სააპლიკაციო დოკუმენტები

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა სტუდენტებმა მიმდინარე წლის  11 ივლისიდან –  19 ივლისის ჩათვლით უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შევსებული განაცხადის ფორმა (იხ. დანართი)
  • სამოტივაციო წერილი;
  • პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწმობა);
  • CV (ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით;
  • ინგლისური ენის ცოდნის (მინიმუმ B2 დონე) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სარეკომენდაციო წერილი;

🔻საბუთების მიიღება იწარმოებს EEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში (ოთახი 102) 11:00 სთ-დან  18:00 სთ-მდე, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: t.tabatadze@eeu.edu.ge international@eeu.edu.ge

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

 

EEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ოთახი 102
+995 598 93 13 95
t.tabatadze@eeu.edu.ge international@eeu.edu.ge

 

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა განათლების მეცნიერებების ფაკულტეტზე!
დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University