ფაკულტეტის საბჭო
- ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო
- ფაკულტეტის საბჭო შედგება შვიდი წევრისაგან. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ოთხი არჩეული წარმომადგენელი და ორი სტუდენტთა წარმომადგენელი.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია
- ფაკულტეტს ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმოადგენს ფაკულტეტის დეკანი.
- ფაკულტეტის დეკანს ჰყავს მოადგილე და კოორდინატორები პროგრამების მიხედვით
სადისერტაციო საბჭო
- ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს უნივერსიტეტის დებულებითა და ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების შესაბამისად.
წარმომადგენლობით საბჭო
- უნივერსიტეტში მართვის სისტემის გამჭვირვალობის, გადაწყევტილების მიღებაში უნივერსიტეტის საზოგადოების სრულფასოვანი ჩართულობისა და კომპეტენტური რჩევებისათვის შექმნილია სათათბირო, კოლეგიური სტრუქტურული ერთეული-წარმომამდგენლობითი საბჭო.
- წარმომადგენლობით საბჭოში განათლების მეცნიერებების ფაკულტეტიდან შედის ერთი წარმომადგენელი სტუდენტებიდან და ერთიც აკადემიური პერსონალიდან
აკადემიური პროგრამების განვითარების კომიტეტი
- ახალი და არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და განვითარების მიზნით ფაკულტეტზე იქმნება მუდმივმოქმედი აკადემიური პროგრამების განვითარების კომიტეტი.
- პროგრამის განვითარების კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ სტუდენტები, კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები, აკადემიური და მოწვეული პერსონალი და სხვა დაინტერესებული პირები