აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ჩატარდა განათლების მეცნიერებების ფაკულტეტების საბჭოს სტუდენტ წევრთა არჩევნები.
გამართული კენჭისყრის შედეგად ფაკულტეტების საბჭოს სტუდენტი წევრები გახდნენ: მარიამ ლობჯანიძე და ნინო ზედგინიძე
ვლოცავთ თითოეულ მათგანს ფაკულტეტის საბჭოს წევრობას, ვუსურვებთ წარმატებებსა და ნაყოფიერ საქმიანობას.
არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში.
შენიშვნა: გასაჩივრების უფლება აქვს არჩევნებში მონაწილე კანდიდატს, საარჩევნო კომისიის წევრს და ამომრჩეველს. არჩევნების შედეგების გასაჩივრების მიზნით, დასაბუთებული საჩივარი უნდა გამოგზავნოთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@eeu.edu.ge არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.


