ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები სისხლის ჩაბარების აქციაში ჩაერთნენ და სისხლი გაიღეს.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენლები EEU-ს ესტუმრნენ და სისხლის ჩაბარებისთვის საჭირო შესაბამის პირობებზე თავად იზრუნეს.
სისხლის ჩაბარების აქცია EEU-ში უკვე მეოთხედ ჩატარდა.