აღმოსავლეთ ევროპის უნივერისიტეტსა და იურიდიულ ფირმა ,,ლიმიტლესს” შორის ურთიერთთანამშრობლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია სტუდენტების პროფესიული გადამზადება, პრაქტიკული და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მხარეთა შეთანხმება მოიცავს პრაქტიკულ მეცადინეობასა და სტაჟირებას სამართლის სხვადასხვა სპეციალიზაციით, რომლის ძირითადი მიზანია სამართლის ცალკეულ დარგებში პროფესიული ცოდნის ამაღლება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და წარჩინებული სტუდენტების დასაქმება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დავით ჩერქეზიშვილმა და ირაკლი ბურჭულაძემ მოაწერეს.