10 აპრილს სპორტკომპლექს ,,არენაში” მკლავჭიდში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქვეყნის 21 წლამდე სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ჩემპიონები მემარცხენეებსა და მემარჯვენეების კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ტურნირის აღმოჩენა გახლდათ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ლევან საკაშვილი, რომელმაც მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა და 60კგ წონით კატეგორიაში ფინალურ ორთაბრძოლაში ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.
ვულოცავთ ლევანს საქართველოს ჩემპიონობას და წარმატებებს ვუსურვებთ უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით საერთაშორისო ტურნირებზე.