სტუდენტურ ჩემპიონატში წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას, ამჯერად უკვე მერვედფინალში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი. ანგარიშით 4-2 დამთავრდა დღევანდელი შეხვედრა, რომელშიც EEU-ს გუნდმა თავისუფალი უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი დაამარცხა. ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის გათამაშების ფარგლებში ტარდება. მორიგ შეხვედრას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი 12 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდთან გამართავს.